სიტყვები ქმნიან ფრაზებს

სიტყვები ქმნიან ფრაზებს

Wednesday, 16 December 2009

Monday, 14 December 2009

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელი: ხატოვანი სიტყვა-თქმანი
2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გაარკვევენ, რომელ ისტორიულ ფაქტს ან ჩვენი ქვეყნის რომელ კუთხეს უკავშირდება ისეთი გამონათქვამების გაჩენა, როგორიცაა ,,ყურმოჭრილი მონა” ან ,,ჩაილურის წყალი დალია”.
3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, მოიძიებენ მასალას ლიტერატურასა და, ასევე, ყოველდღიურ მეტყველებაში, შეაჯამებენ კვლევის შედეგებს, მოაწყობენ პრეზენტაციას.
4. მონაწილეთა ასაკი: 12-15 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და გადაინაწილებენ მოვალეობებს, მოიძიებენ მასალას ლიტერატურასა და ყოველდღიურ მეტყველებაში, შეეცდებიან გაარკვიონ, როდის და როგორ დამკვიდრდა ენაში მოძიებული გამონათქვამები, მოაწყობენ ექსკურსიებს, შეაჯამებენ კვლევის შედეგებს---შეადგენენ ლექსიკონს, ჩანახატებს, ცხრილებსა და დიაგრამებს, ფოტო და ვიდეო-მასალას, მოამზადებენ პრეზენტაციას.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეადგენენ ლექსიკონს, ფოტო-ალბომს, ვიდეო-მასალას, ჩანახატებს, ცხრილებსა და დიაგრამებს, მოამზადებენ პრეზენტაციას.
8. სარგებელი სხვებისთვის:კვლევის შედეგები ცხადყოფს, თუ რამდენად აისახება ენასა და მეტყველებაში ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული და რამდენად არის დაკავშირებული ჩვენი ენა ჩვენს ისტორიასთან (,,ყურმოჭრილი მონა"), ეთნოგრაფიასთან(,,ოთხში ამოღება"), გეოგრაფიასთან(,,ჩაილურის წყალი დალია"), ხალხურ რწმენა-წარმოდგენებსა თუ კულტურასთან და პარალელს გაავლებენ უცხო ენასთან(ინგლისური, რუსული, ფრანგული)
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11. საგნებთან/აგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ეთნოგრაფია, ხელოვნება, უცხო ენა
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: megigigauri@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:megigigauri.blogspot.com